ცხელა მე მცივა, შენი სითბო მაკლია. გული მტკივა, სული მეყინება, სიგიჯემდე მენატრები. ქარი აშრიალებს ფოთლებს და თითქოს შენი სურნელი მოაქვს. ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავ და ვხვდები, რომ შენ ყველგან ხარ, შენ ჩემში ცოცხლობ. მახსოვს შენი თოვლივით ქათქათა კანი, წითელი ტუჩები, ზღვასავით ლურჯი თვალები, რომლებზეც სულ სევდა მოჩანდა. შენი ნაზი თითები, შენი სურნელი, რომელიც ვარდის სურნელს სჯობდა. შენი ხომ სურნელით შემოიჭერი ჩემში. მახსოვს პირველად სანაპიროზე დაგინახე. ფეხშიშველი გოგონა, რომელიც სილაზე ნაზად დააბიჯებდა და თავის პატარა პეხის კვალს ტოვებდა. მინდოდა მოვსულიყავი და გამეცნე, თუმცა ვერ ვბედავდი, თავს შენი გაცნბის ღირსად არ ვთვლიდი. შორიდან გიყურებდი, შენ სანაპიროზე ყოველთვის მოდიოდი და იქაურობას ანათებდი. მე გიყურებდი და ეს წუთები მინდოდა საუკუნეებად გადაქცეულიყო. დღითი- დღე შენი აჩრდილი ვხდებოდი და ვერც კი ვხვდებოდი, რომ უსაზღვროდ მიყვარდებოდი. შენგან არაპერს მოვითხოვდი ისიც ბევრი იყო, რომ გიყურებდი. ჩემს თვალებს შენზე მშვენიერი არაფერი უნახავს. სულ ვოცნებობდი, რომ სიცოცხლის ბოლო წუთს ჩემს თვალებს შენი სახე დაენახა და საიქიოშიც ის გაჰყოლოდა. მე უკვე აჩრდილი გავხდი, სულ შენს გვერდით ვიყავი, დაგყვებოდი ყველგან და ჩემს გულში, რომ ვიხედებოდი ვერ ხვდებოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ ის მესმოდა, რომ მიყვარდი უსაზღვრო სიყვარულით.გავიდა რამდენიმე დღე შემდეგ თვე შემდეგ წელი. შენ აღარსად ჩანდი, აღარც სანაპიროზე დასეირნობდი. იქაურობა თითქოს უშენოდ ჩაბნელდა და წყვდიადად გადაიქცა და თითქოს ყველა შენს დაბრუნებას ელოდა. დღეებს ვითვლიდი მჯეროდა, რომ დაბრუნდებოდი და შენს ნაზ სურნელს ისევ შევიგრძნობდი, თუმცა შენ არსად ჩანდი. სანაპიროზე ყოველ დღე მოვდიოდი და შენს გამოჩენას ველოდი და ერთხელ ლურჯ ძღვაში დავინახე ადამიანის სხეული, რომელიც ზღვაში ნაზად ლვლივებდა და ძღვას ნაპირისკენ მოჰქონდა. მე ფეხზე წამოვდექი და ზღვაში შევვარდი. ის გოგონა შენ აღმოჩნდი. სხეული ყინულივით გაგყინოდა, შენი წითელი თუჩები გაგლურჯებოდა. გული გასკდომაზე მქონდა. მე ხელში ავიღე შენი პატარა ყინულივით ცივი სხეული და ნაპირისკენ გამოვიტანე. სილაზე ნაზად დაგაწვინე, სიო შენს თმებს არხევდა.შენ გაუნძრევლად იწექი სანაპიროზე რომელზეც ადრე ფეხშიშველი დასეირნობდი. შენი ისეთი მშვენიერი იყავი, რომ ზღვამ წამართვა შენი თავი. თუმცა ჩემიც არასდროს ყოფილხარ. უშენოდ რა ვქნა? როგორ ვიცოცხლო შენი სურნელის შენი დანახვის გარეშე. მე წყვდიადში ჩავვარდი და გზას ერთადერთი შენ მინათებდი, შენ კი დამტოვე. მე სამუდამოდ წყვდიადში ვრჩრები, მაგრამ შენი სიყვარული იქაც გამყვება. რამდენი ხანი ბოცნებობდი იმაზე, რომ შენი ნაზი ხელი ხელში ამეღო შენი კანის სითბო შემეგრძნო. ეს ჩემთვის აუხდენელი ოცნება იყო .ეხლა შენი გაყინული ხელი ხელში მიჭირავს, შენი სიცილი არარ მესმის, აღარც შენი სუნთქვა . გულში ძლიერად გიხუტებდი. ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. გულიდან გიშორებ და ზღვისკენ მივდივარ. წყალში ტანდათან იძირება ჩემი სხეული. სიკვდილის არ მეშინია იქ ხომ შენ იქნები. ბოლო წამებს ვითვლი და მინდა ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს ერთი ამოსუნთქვაც.. ჰაერში ისევ შენი სურენელი ტრიალებს შენ ჩემში ხარ. ჩემი სხეული ფსკერისკენ მიდის, ჩემი გული კი მხოლოდ შენია მიყვარხარ ♥♥♥♥♥♥
Friday, April 1, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Pages
Popular Posts
-
ცხელა მე მცივა, შენი სითბო მაკლია. გული მტკივა, სული მეყინება, სიგიჯემდე მენატრები. ქარი აშრიალებს ფოთლებს და თითქოს შენი სურნე...
-
მე მაინც მიყვარხარ ჩემო დედიკო პატარა ვიყავი, მოფრთხილება მჭირდებოდა, შენი სითბო, შენი ალერსი. ველოდებოდი როდის გავჩნდებოდი როდის ...
-
არსებობობს სიყვარული? ყველაზე თბილი გრძნობა რაც ადამიანს ღმერთმა მისცა.მშვენიერი გრძნობა რომელიც გაბედნიერებს გახარებს და პატარა სიხარულსაც ...
-
თბილისში ცოტა ხნის წინ მოეწყო აქცია,სადაც ბავშვები მოითხოვდნენ მოეხსნათ ეროვნული გამოცდები ,პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ აქციას ...
-
მეშინია,მეშინია სიმარტოვის თითქოს მარტო არ ვარ და გარს უამრავი ხალხი მახვევია რომელთაც ვუყვარვარ,მაგრამ მაინც მგონია რომ სრულიად მარტო ვარ.მ...
Total Pageviews
Blog Archive
Followers
Search This Blog

No comments:
Post a Comment