Thursday, December 2, 2010

me mainc miyvarxar

მე მაინც მიყვარხარ ჩემო დედიკო

   პატარა ვიყავი, მოფრთხილება მჭირდებოდა, შენი   სითბო, შენი ალერსი. ველოდებოდი როდის გავჩნდებოდი როდის შევიგრძნობდი შენს სუნთქვას, ხელს ყელზე მოგხვევდი და თავი შენს გვერდით ყველასგან და ყველაფრისგან დაცული მეგონებოდა. მინდოდა შენთვის ჩემი დედიკო დამეძახა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა შენ მე არ გჭირდებოდი არ გიყვარდი და ჩემი მოშორება გადაწყვიტე. იმედი მქონდა, რომ შენს  საკუთარ უცოდველ შვილს დაინდობდი  და სიკვდილისთვის არ გასწირავდი, მაგრამ შენ უკან არ იხევდი. მე გამალებით ვყვიროდი დედიკო მიყვარხარ, დედიკო მჭირდები, დედიკო არ მომკლა მე ხომ მიყვარხარ. მე ვგრძნობდი, რომ მერთმეოდა სიცოცხე. მთელი სხეული მტკიოდა. ნელ-ნელა გულის ცემა მიჩქარდებოდა ბოლოს კი საერთოდ შეწყდა. შენ ეს შეძელი  ჩემო დედიკო. შენ მე წამართვი სიცოცხლე თუმცა ის ვერ შეძელი რომ ჩემი პატარა მკვდარი გულიდან შენი სიყვარული წაგერთვა  შენ მუდამ ჩემს გულში იქნები  მიყვარხარ ჩემო ლამაზო დედიკო.




No comments:

Post a Comment

Pages

Popular Posts

Total Pageviews

Followers

Search This Blog

Popular Posts