Tuesday, November 23, 2010

სიყვარული

არსებობობს სიყვარული? ყველაზე თბილი გრძნობა რაც ადამიანს ღმერთმა მისცა.მშვენიერი გრძნობა რომელიც გაბედნიერებს გახარებს და პატარა სიხარულსაც დიდად გიგცევს.როცა გიყვარს გჯერა სასწაულების,ოცნებობ არარეალურზე,მე მყვარებია ბევრჯერ,მაგრამ ნამდვილად მხოლოდ ერთხელ,ეს გრძნობა იყო ყველაზე და ყველაფერზე ღირებული რაც კი გამაჩნდა.მე ის მიყვარდა თავდავიწყებით თუმცა მან ეს დღესაც არ იცის და დღესაც მეგობრები ვართ. ეხლა უკვე აღარ მიყვარს თუმცა მის დანახვაზე საოცარი სევდა მიპყრობს და  ვერ ვხვდები რატო? ეხლა არავინ მიყვარს,მინდა მიყვარდეს, მაგრამ  არ მჯერა ისეთი სიყვარულის როგორიც ეს ზღაპრებში არის,არც პირველი დანახვისას  სიყვარული მჯერა. .ბევრჯერ ისეც ხდება,რომ დაინახავ შეგიყვარდება და მერე მისი ხასიათი არ მოგეწონება.ამიტომ სჯობს გაიცნო და შეიყვარო ვიდრე შეიყვარო და გაიცნო.იმედს ვიტოვებ,რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები რომელთაც სიყვარული შეუძლიათ

მეშინია

მეშინია,მეშინია სიმარტოვის თითქოს მარტო არ ვარ და გარს უამრავი ხალხი მახვევია რომელთაც ვუყვარვარ,მაგრამ მაინც მგონია რომ სრულიად მარტო ვარ.მეშინია,რომ გამწირავენ ამ დაუნდობელი სამყაროსთვის.მართლაც რომ დაუნდობელი.ამ სამყაროში ყველა ელის პეხი როდის დაგიცდება რომ მერე გადაგიაროს,დაგამციროს.თუ პეხი დაგიცდა არავინ გამოგიწვდის ხელს დასახმარებლად.ირგვლივ მიიხედავ და აღმოაჩენ, რომ მარტო ხარ.რატოა ეს სამყარო ასეთი დაუნდობელი ?ალბათ იმიტომ რომ ხალხი ერთმანეთს ვერ აფასებს.

Monday, November 15, 2010

ოროსნების აქცია?

 თბილისში ცოტა ხნის წინ მოეწყო აქცია,სადაც ბავშვები მოითხოვდნენ მოეხსნათ ეროვნული გამოცდები





,პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ აქციას ოროსნების აქცია უწოდა,მე თვითონ მოსწავლე ვარ და ვიცი თუ რა ძნელია გამოცდების ჩაბარება თუმცა ეს აქცია მარტო ოროსნების ნამდვილად არ ყოფლა  და ბევრი ისეთი ადამიანიც იყო რომელიც კარგად სწალობს,მე იმას ნამდვილად არ მოვითხოვ რომ გამოცდები გააუქმონ უბრალოდ იმდენ რამეს იგონებენ ახალ-ახალს რომ თავი საცდელი  კურდღელი მგონია,  წიგნები ისეთი მძიმეა რომ ტარების დროს ზურგი მტკივა მე ამას გავუძლებ მაგრამ პირველ კლასელ ბავშვს,რომ ზურგზე 10 კლიოს აჰკიდებენ ეს ნამდვილად არ არის მართალი,ხო შეიძლება გამოუშვან თხელი წიგნები ან დაყოფილი იყოს რამოდენიმე ნაწილად ამაზე არავინ ფიქრობს ვის რაში ადარდებს ატარებს თუ არა ბავშვი წიგნს.ან ხო შეიძლება 6 გაკვეთილი იყოს და არა 7. მე 7 გაკვეთილი  მაინც ტყუილაა იმიტომ რომ ბავშვები ისეთი დაღლილები არიან რომ მასწავლებელს არ უსმენენ და მხოლოდ სახლში წასვლაზე ფიქრობენ ამას ჯობია იყოს 6 გაკვეთილი და ნორმალურად  ჩატარებული.ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ რომ თქვენც.


Pages

Popular Posts

Total Pageviews

Followers

Search This Blog

Popular Posts